
Bosch (ბოში) გათბობის ქვაბი შეცდომის კოდით გატყობინებთ, რომ რომელიმე კვანძი ან სენსორი შემოწმებას საჭიროებს. ამ გვერდზე ნახავთ, რას ნიშნავს ბოშის ქვაბის კოდები და როდის ღირს ხელოსნის გამოძახება.
თუ კოდი გადატვირთვის შემდეგაც მეორდება, გამოიძახეთ გათბობის ქვაბის ხელოსანი – Bosch ქვაბის შეკეთება ადგილზე ხდება.
ბოშის ქვაბის კოდები და მათი მნიშვნელობა
Bosch ცენტრალური გათბობის ქვაბები გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, ეკონომიურობითა და საიმედოობით. თუმცა, ნებისმიერი გათბობის მოწყობილობა პერიოდულად საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას. Bosch ქვაბები აღჭურვილია ინტეგრირებული დიაგნოსტიკის სისტემით, რომელიც შეცდომის კოდების საშუალებით ამცნობს მომხმარებელს შესაძლო პრობლემებზე.
ცხრილში თავმოყრილია ბოშის ქვაბის კოდები და მათი მოკლე მნიშვნელობა. ზუსტი განმარტება შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით, ამიტომ კოდი გადაამოწმეთ თქვენი ქვაბის ინსტრუქციაშიც.
| კოდი | მნიშვნელობა |
|---|---|
| A7 | ცხელი წყლის თერმორეზისტორი |
| A8 | BUS კავშირის შეწყვეტა (შეამოწმეთ თერმოსტატის კაბელი) |
| A9 | ცხელი წყლის ტერმორეზისტორი |
| Ad | ბოილერის ტემპერატურის სენსორი არ ამოიცნობა |
| B1 | კოდირების გასაღები (code plug) არ ამოიცნობა |
| C1 | ვენტილატორის ბრუნთა რიცხვი დაბალია |
| C4 | წნევასთან დაკავშრებული შეცდომა |
| C6 | ვენტილატორის / ჰაერის ნაკადის პრობლემა |
| CC | სენსორი |
| D3 | შიდა შეცდომა (ოფიციალურ ცხრილში: D3–D5) |
| D4 | შიდა შეცდომა (ოფიციალურ ცხრილში: D3–D5) |
| E2 | თერმისტორი |
| E9 | ქვაბი არ ანთებს – ხშირი მიზეზია სისტემაში წყლის დაბალი წნევა (1 ბარზე ნაკლები) ან გაჟონვა; შეამოწმეთ მანომეტრი |
| EA | ალი |
| F0 | შიდა შეცდომა |
| F7 | ალის პრობლემა |
| FA | ალთან დაკავშრებული პრობლემა |
| Fd | გადატვირთვის (reset) ღილაკი ზედმეტად დიდხანს იყო დაჭერილი; დააჭირეთ არაუმეტეს 30 წამისა |
Bosch გათბობის ქვაბის შეცდომების მოგვარების რეკომენდაციები
Bosch გათბობის ქვაბის შეცდომების იდენტიფიცირება და პრობლემების მოგვარება აუცილებელია სისტემის უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე ძირითად ნაბიჯს:
- გაზისა და წნევის შემოწმება: დარწმუნდით, რომ გაზის მიწოდება და წყლის წნევა სტაბილურია.
- სენსორების დიაგნოსტიკა: გადაამოწმეთ ყველა სენსორი და მათი კავშირები.
- გამწოვი სისტემის გადამოწმება: დარწმუნდით, რომ გამწოვი არხები სუფთაა.
- პროფესიონალური ჩარევა: პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება თუ ვერ ხერხდება, მიმართეთ სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.
პროფესიონალური სერვისი Bosch გათბობის ქვაბებისთვის
ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები გთავაზობენ სრულ სერვისს Bosch ცენტრალური გათბობის ქვაბებისთვის, რაც მოიცავს:
- შეცდომების დიაგნოსტიკასა და შეკეთებას: ადგილზე ვიზიტით და პრობლემის სწრაფად მოგვარებით.
- საჭირო ნაწილების უზრუნველყოფას: სენსორები, თერმოსტატები, ვენტილატორები და სხვა კომპონენტები.
- უსაფრთხო და ეფექტურ მომსახურებას: ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს თქვენი ქვაბის საიმედო და ხანგრძლივ მუშაობას.
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ ხარისხიანი და სანდო მომსახურება Bosch გათბობის ქვაბისთვის.
როდის დაუძახოთ გათბობის ქვაბის ხელოსანს
ხელოსანი გამოიძახეთ, თუ შეცდომა გადატვირთვის შემდეგ ისევ ჩნდება, ქვაბი ვერ ანთებს ალს ან სისტემაში წნევა ხშირად ეცემა. გაზის სუნის შემთხვევაში ქვაბი არ ჩართოთ.
მომსახურების დეტალები ნახეთ გვერდზე ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება. სხვა ბრენდების შეცდომებისთვის იხილეთ Vaillant (ვაილანტი) ქვაბის კოდები და Viessmann (ვისმანი) ქვაბის კოდები.
ოფიციალური ინსტრუქციები და მოდელების ინფორმაცია მოცემულია მწარმოებლის საიტზე: Bosch – ოფიციალური საიტი.
ხშირად დასმული კითხვები
Bosch ქვაბის ხელოსანი – 24/7 მომსახურება
გვყავს გამოცდილი Bosch ცენტრალური გათბობის ქვაბის ხელოსანი. ადგილზე გვაქვს პომპები, პრესოსტატი, თერმისტორი, ვინტილიატორი და სხვა ნაწილები.
ვმუშაობთ 24/7. დაგვირეკეთ: +995 557 14 09 40 ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე.
მომსახურების არეალი: თბილისი, ვაზიანი, საგურამო, წყნეთი, ტაბახმელა.
ყველა სერვისი იხილეთ სერვისების გვერდზე, ან დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან.
continue reading
Related Posts
Royal Termo Aquarius (აქვარიუსი) გათბობის ქვაბი შეცდომის კოდით გატყობინებთ, რომ [...]
Nova Florida Antea (ანტეა) გათბობის ქვაბი შეცდომის კოდით გატყობინებთ, რომ [...]
Nova Florida Delfis (დელფისი) გათბობის ქვაბი შეცდომის კოდით გატყობინებთ, რომ [...]
