Ferroli კედლის გაზის ქვაბი – ფეროლის ქვაბის კოდები

Ferroli (ფეროლი) გათბობის ქვაბი შეცდომის კოდით გატყობინებთ, რომ რომელიმე კვანძი ან სენსორი შემოწმებას საჭიროებს. ამ გვერდზე ნახავთ, რას ნიშნავს ფეროლის ქვაბის კოდები და როდის ღირს ხელოსნის გამოძახება.

თუ კოდი გადატვირთვის შემდეგაც მეორდება, გამოიძახეთ გათბობის ქვაბის ხელოსანი – Ferroli ქვაბის შეკეთება ადგილზე ხდება.

ფეროლის ქვაბის კოდები და მათი მნიშვნელობა

Ferroli ცენტრალური გათბობის ქვაბები გამოირჩევიან მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით, რაც მათ საიმედო არჩევანად აქცევს სახლის გათბობისთვის. თუმცა, ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობას, მათ შორის Ferroli გათბობის ქვაბს, შესაძლოა გამოუჩნდეს სხვადასხვა შეცდომის კოდები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებზე მიანიშნებენ. ქვემოთ მოცემულია Ferroli ცენტრალური გათბობის ქვაბის ზოგიერთ გავრცელებულ შეცდომის კოდს, მათი მნიშვნელობა და რეკომენდაციები პრობლემის გამოსწორებისთვის.

ცხრილში თავმოყრილია ფეროლის ქვაბის კოდები და მათი მოკლე მნიშვნელობა. ზუსტი განმარტება შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით, ამიტომ კოდი გადაამოწმეთ თქვენი ქვაბის ინსტრუქციაშიც.

კოდი მნიშვნელობა
A01 აალების პრობლემა
A02 ალის სიგნალი ჩამქრალი სანთურის დროს (Bluehelix)
A03 გადახურება
A06 აალება
A08 გადახურება
A09 თბომცვლელის დაცვის ამოქმედება (Bluehelix)
A16 გაზის სარქვლის გაუმართაობა
A21 არასათანადო ალი
A41 გადახურებასთან დაკავშირებული
A48 გაზის პრობლემა
A49 გაზის პრობლემა
A51 ვინტილაცია
F04 თერმოსტატი
F05 ვენტილატორის გაუმართაობა (Bluehelix)
F08 გადახურება
F10 სენსორი
F11 სენსორი
F14 სენსორი
F20 წვის სისტების გაუმართაობა
F34 ძაბვა
F35 ელექტროკვების არასწორი სიხშირე (Bluehelix)
F37 წნევა
F39 სენსორი
F40 წნევა
F42 სენსორი
F43, F41 გადახურება
F47 წნევა
F50 ზღვრული თერმოსტატის ანომალია (პარამეტრი b06 = 1 ან 4) (Bluehelix)

წყარო: Ferroli ოფიციალური საიტი – შეცდომის კოდები (მოდელი BLUEHELIX)


Ferroli გათბობის ქვაბის პრობლემების გადაჭრა

თუ თქვენი Ferroli ცენტრალური გათბობის ქვაბი აჩვენებს შეცდომის კოდს, შეგიძლიათ:

  1. წნევის შემოწმება: დარწმუნდით, რომ სისტემა წყლით შევსებულია და წნევა ნორმალურია (1-1.5 ბარი).
  2. გაზის მიწოდება: შეამოწმეთ, რომ გაზის სარქველი ღიაა და მიწოდება არ არის შეფერხებული.
  3. გადაატვირთეთ სისტემა: გამორთეთ ქვაბი ქსელიდან, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და კვლავ ჩართეთ.
  4. პროფესიონალის ჩართვა: თუ პრობლემა გრძელდება, მიმართეთ სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.

პროფესიონალური სერვისი Ferroli გათბობის ქვაბებისთვის

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

  • სწრაფ დიაგნოსტიკას და ადგილზე შეკეთებას;
  • საჭირო ნაწილების უზრუნველყოფას: სენსორები, თერმოსტატები, ტუმბოები და სხვა;
  • ხარისხიან და სანდო მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს თქვენი გათბობის სისტემის გრძელვადიან გამართულობას.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ პროფესიონალური სერვისი თქვენი Ferroli ცენტრალური გათბობის ქვაბისთვის!

როდის დაუძახოთ გათბობის ქვაბის ხელოსანს

ხელოსანი გამოიძახეთ, თუ შეცდომა გადატვირთვის შემდეგ ისევ ჩნდება, ქვაბი ვერ ანთებს ალს ან სისტემაში წნევა ხშირად ეცემა. გაზის სუნის შემთხვევაში ქვაბი არ ჩართოთ.

მომსახურების დეტალები ნახეთ გვერდზე ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება. სხვა ბრენდების შეცდომებისთვის იხილეთ Fondital (ფონდიტალი) ქვაბის კოდები და Italtherm (იტალთერმი) ქვაბის კოდები.

ოფიციალური ინსტრუქციები და მოდელების ინფორმაცია მოცემულია მწარმოებლის საიტზე: Ferroli – ოფიციალური საიტი.

ხშირად დასმული კითხვები

კოდი მიუთითებს, რომელ კვანძს ან სენსორს აქვს ხარვეზი. ზუსტი მნიშვნელობა დამოკიდებულია მოდელზე, ამიტომ კოდი შეადარეთ თქვენი ქვაბის ინსტრუქციას.
დიახ, ინსტრუქციის მიხედვით, RESET ღილაკით ან ქვაბის გამორთვა-ჩართვით. თუ კოდი მალევე ბრუნდება, ქვაბს ხშირად ნუ გადატვირთავთ და გამოიძახეთ ხელოსანი.
შეხედეთ ქვაბის მანომეტრს ან ეკრანს და შეადარეთ ინსტრუქციაში მითითებულ დიაპაზონს. სისტემის შევსება გააკეთეთ ინსტრუქციის მიხედვით ან ხელოსნის დახმარებით.
არ ჩართოთ ქვაბი და ელექტრო ხელსაწყოები, ჩაკეტეთ გაზის ონკანი, გააღეთ ფანჯრები და დაუკავშირდით გაზის გადაუდებელ სამსახურს.
ვმუშაობთ თბილისში, ვაზიანში, საგურამოში, წყნეთსა და ტაბახმელაში.

Ferroli ქვაბის ხელოსანი – 24/7 მომსახურება

გვყავს გამოცდილი Ferroli ცენტრალური გათბობის ქვაბის ხელოსანი. ადგილზე გვაქვს პომპები, პრესოსტატი, თერმისტორი, ვინტილიატორი და სხვა ნაწილები.

ვმუშაობთ 24/7. დაგვირეკეთ: +995 557 14 09 40 ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე.

მომსახურების არეალი: თბილისი, ვაზიანი, საგურამო, წყნეთი, ტაბახმელა.

ყველა სერვისი იხილეთ სერვისების გვერდზე, ან დაგვიკავშირდით კონტაქტის გვერდიდან.

continue reading

Related Posts